ჯერჯერობით, კონტრაქტის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ სამეფო კლუბი მბაპეს სპეცალურ საიმიჯო კონტრაქტს დაუდებს.
კერძოდ, მსგავსი ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ, ფეხბურთელს ცალკე აქვს საიმჯო ხელშეკრულება, რომელიც სპონსორებისგან მიღებულ შემოსავალს მოიცავს.
როგორც წესი, რეალი ყველა სხვა ფეხბურთელს საიმიჯო ხელშეკრულებიდან შემოსული თანხის 50%-ს უხდის, მბაპე კი იშვიათი გამონაკლისი იქნება და წილის 80%-ს მიიღებს.
მბაპეს მსგავსი ხელშეკრულება რეალში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა, რომელიც ამ გუნდის ღირსებას 2009-18 წლებში იცავდა.









