საქართველოს ნაკრებში 16 წლის საბა ხარებაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც ფარერებთან მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.
ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ფარერები 1:0 დაამარცხა.
"სასწაული შეგრძნებაა და ორმაგად საპასუხისმგებლოა, როცა ასეთ პატარა ასაკში ეროვნულ ნაკრებში თამაში მიწევს. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რათა საქართველოს წარმატება მოვუტანო.
ასეთი საოცარი გრძნობა მეორედ არ მექნება. თვალწინ პატარა ბიჭი წარმომიდგა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა და ეს ოცნება ამიხდა", - განაცხადა ხარებაშვილმა.









