ლონდონის არსენალის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ტიერი ანრიმ გააკრიტიკა მიუნხენის ბაიერნის შემტევი, მაიკლ ოლისე. ვეტერანი ფორვარდის თქმით, ფრანგი ვინგერის იმიჯი მის კარიერას ზიანს აყენებს. "მეთოფეთა" ექს-შემტევი გულისხმობს მაინცთან შეხვედრის შემდგომ ეპიზოდს, როცა "რეკორდმაისტერის" ფლანგელმა კამერაში შუა თითი აჩვენა.
"ოლისეს გულგრილი და მოდუნებული იმიჯი თავდაპირველად იყო ორგანული, ხალხს მოსწონდა კიდეც, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ჩანს ისე, როგორც ძალიან ხელოვნური მოვლენა. ასეთ დროს ყურადღება თამაშიდან ქცევაზე გადადის. ვფიქრობ, ადამიანების გარკვეულ ნაწილს წარმოდგენა უკვე შეეცვალათ.
ფეხბურთი ასეთ რაღაცეებს არ პატიობს. დღეს უყვარხარ ხალხს, ხვალ კი უკვე ეჭვი ეპარებათ შენში. მაიკლს ვურჩევ, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს თამაშს, ნაკლები კი იმიჯის შექმნას", - განაცხადა ფრანგმა ექს-ფორვარდმა.









