ლა ლიგის მე-11 ტურში ვილიარეალმა საკუთარ კედლებში რაიო ვალეკანო 4:0 გაანადგურა. მასპინძლების პირველი გოლი მოჰყვა გიორგი მიქაუტაძის ასისტს, რის შემდეგაც ბურთი ხერარდ მორენომ შეაგდო. საინტერესოა ის, რომ შეხვედრის მე-2 ნახევარში ახალგაზრდა ფორვარდმა მოედანი დატოვა.
ქართველი თავდამსხმელი მწყობრშია, მას ტრავმა არ მიუღია, მისი გაყვანა კი ლიდერების დასვენებით არის განპირობებული. "ყვითლებს" რამდენიმე დღეში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ელით შეხვედრა პაფოსთან, რომელიც აუცილებლად მოსაგები არის. 3 ტურის შემდეგ, "სუბმარინას" ლიგის ფაზაში მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული.
საპირისპირო მდგომარეობაა ლა ლიგაში, სადაც სერამიკას ბინადრებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. ლიდერ მადრიდის რეალთან ჩამორჩენა ამ მომენტისთვის შეადგენს 4 ქულას, მაგრამ პრიმერა დივიზიონის პირველადგილოსანს თავისი შეხვედრა მე-11 ტურში ჯერ არ ჩაუტარებია.









