შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც ემილიანო მარტინესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ასტონ ვილამ ლივერპულს მალევე უპასუხა, მე-12 წუთზე იური ტილემანსმა წონასწორობა აღადგინა, 1-1. ტაიმის ბოლომდე სტუმარმა გუნდმა წინ გასვლა კიდევ ერთხელ მოახერხა, თავი ამჯერად კოდი გაკპომ გამოიჩინა.
მეორე ნახევარი ლივერპულმა კარგად დაიწყო. ჰარვი ელიოტის მიერ გათამაშებულ სტანდარტულს ჯარელ ქუანსას გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ სიტუაციას ლივერპული აკონტროლებდა, თუმცა უნაი ემერიმ ჯონ დურანის შემოყვანით, ცვლილება გამოიცნო - 20 წლის კოლუმბიელმა 3 წუთში მეტოქეს დუბლი შეუსრულა და ასტონ ვილას უმნიშვნელოვანესი 1 ქულა მოუპოვა.
ამ მატჩის შემდეგ ემერის გუნდმა 68 ქულა მოაგროვა და მთავარ მდევარ ტოტენჰემს, 5 ქულით გაასწორო. ენჯ პოსტეკოგლუს გუნდს კი რამდენიმე საათში მანჩესტერ სიტისთან უწევს თამაში.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









