პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ბირმინგემში გაიმართა, სადაც ასტონ ვილამ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. უნაი ემერის გუნდი ამ შეხვედრას საოცრად კარგ ფორმაში შეხვდა, შესაბამისად, ფავორიტებიც სწორედ "ვილანები" იყვნენ.
მაყურებელმა ჯამში სამი გატანილი გოლი იხილა, საიდანაც ორი ასტონ ვილამ შეაგდო. მასპინძელი გუნდიდან თავის გამოჩენა მორგან როჯერსმა მოახერხა, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედს დუბლი შეუსრულა. რაც შეეხება "წითელი ეშმაკებიდან" გატანილი გოლის ავტორს, მატეუს კუნიამ აქტივში მორიგი გოლი მიითვალა.
ასტონ ვილამ ამ გამარჯვებით 36 ქულა მოაგროვა, რითაც მე-3 პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა და მე-2 ადგილოსან მანჩესტერ სიტის, 1 ქულაში მიუახლოვდა. რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, რუბენ ამორიმის გუნდი 26 ქულით, მე-7 პოზიციაზე დარჩა.
ასტონ ვილა 2-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 მორგან როჯერსი 45', 1-1 მატეუს კუნია 45+3', 2-1 მორგან როჯერსი 58'.
მატჩის მიმოხილვა









