ბერგამოელთა მხრიდან თავის გამოჩენა შარლე დე კეტელარემ და ადემოლა ლუკმენმა მოახერხეს, ხოლო მილანიდან ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ შეაგდო.
ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 34 ქულა მოაგროვა და დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება პაულო ფონსეკას გუნდს, "როსონერი" 22 ქულით, მე-7 პოზიციაზე დარჩა და შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო რბოლას უკვე გამოეთიშა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









