სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ატლეტიკომ ჟირონასთან არტემ დოვბიკის ტრანსფერზე მუშაობა, ოფიციალურად დაიწყო. მადრიდული გუნდისთვის 26 წლის უკრაინელი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €40 მილიონი უწერია, ამაზე ნაკლებად კი ჟირონა უკრაინელის გაყიდვას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, დოვბიკი ლა ლიგის 2023/24 სეზონის ბომბარდირი 24 გატანილი გოლით გახდა. ამასთან ერთად, უკრაინელმა 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა. იმის მიუხედავად, რომ ჟირონა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, არტემი გუნდის დატოვებას მაინც განიხილავს.
ატლეტიკოს გარდა დოვბიკის მიმართ ინტერესს ნაპოლიც იჩენს. მომდევნო კვირებში კი მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.










