მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ გააკეთა.
"შედეგით გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მოგებას აუცილებლად ვიმსახურებდით. ბევრი შეტევა გვქონდა, ნაპოლიმ კი კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გაიტანა.
მეტოქე მაშინ გამოცოცხლდა, როცა გოლი გაუშვა, მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ არ მიკვირს, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა.
ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ასე უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ჩავიმ.









