FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ Sky News-თან ინტერვიუშირუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები? შეზღუდვა აუცილებლად უნდა გავაუქმოთ. როგორც მინიმუმ ახალგაზრდულ დონეზე მაინც.
ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა, გარდა კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებისა და სიძულვილის.
რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა, შეიძლება, სასარგებლოც გამოდგეს“, – განაცხადა ინფანტინომ.









