ლეროი ზანე, კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი და ბრაიან სარაგოსა — დიდი შანსია სეზონის ბოლოს ოთხივე მათგანმა გუნდი დატოვოს. ზანე თავისუფალი აგენტი ხდება, სარაგოსას, კომანისა და გნაბრის თაობაზე კი გუნდი ყველა შეთავაზებას განიხილავს. სწორედ ამიტომ, ბაიერნი მინიმუმ ორი ახალი ვინგერის დამატებას აპირებს.
როგორც გერმანული პრესა იუწყება, ბაიერნი ორი ფეხბურთელით ინტერესდება, კერძოდ ნიკო უილიამსითა და ჯეიმი გიტენსით. ორივე ფეხბურთელის აგენტთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, უახლოეს თვეებში კი როგორც ატლეტიკ ბილბაოსთან, ისე დორტმუნდთანაც დაიწყება მოლაპარაკებები. ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხა კვლავ €60 მილიონამდეა, ხოლო რაც შეეხება გიტენსის ფასს, დორტმუნდი ინგლისელ შემტევს თითქმის €100 მილიონად აფასებს.
ბაიერნი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდ აქტიურობას არ გეგმავს, თუმცა ზაფხულში გუნდი რამდენიმე ტოპ გარიგების გაჩარხვას აპირებს.










