მიუნხენური გრანდი საშა ბოეს შემდეგ მორიგ ტრანსფერს ხურავს — ამჯერად ბაიერნი აიკის 16 წლის ფორვარდს, იონაჰ კუსი-ასარეს იმატებს. მხარეებს შორის €7 მილიონიანი გარიგება შედგება, ახალგაზრდა შვედი კი ბაიერნს იანვარშივე შეუერთდება.
იონაჰი შვედური ბრომაპოიკანა იუგენდის აღზრდილია, საიდანაც 2023 წელს აიკში გადაბარგდა. 16 წლის ტალანტს, მთავარ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რადგან თავიდანვე მეორე გუნდისთვის დაიმატეს. ფეხბურთელს აიკის პირველ გუნდში დებიუტი ამ სეზონში ჰქონდა. იონაჰი შვედეთის, როგორც 16, ისე 17 წლამდე ნაკრების წევრიცაა. ორივე ასაკობრივ ნაკრებში, ჯამურად, 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 5 გოლის გატანა მოახერხა.
კუსი-ასარეს ამ კვირაში ელოდებიან მიუნხენში. კლუბის გეგმა ასეთია - ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა მეორე (19 წლამდელების) გუნდში ითამაშებს. დიდი ალბათობით, მხარეებს შორის 4.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
Bundesliga
ბაიერნი ტოპ ტალანტს იმატებს









