გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში, გათამაშების ლიდერი, მიუნხენის ბაიერნი ჰაიდენჰაიმს ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 4-0 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში ჰარი კეინმა დებიუტშივე, მე-13 წუთზე გახსნა, რასაც კონრად ლაიმერის გოლი მოჰყვა, ხოლო 36-ე წუთზე მეტოქის კარი კინგსლი კომანმა აიღო და რეკორდმაისტერმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.
შესვენების შემდეგ სხვაობა მხოლოდ ერთხელ შეიცვალა — 56-ე წუთზე იოზუა კიმიხმა გამოიჩინა თავი და მატჩის საბოლოო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა. 30 ტურის შემდეგ, ბაიერნს 72 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ჰაიდენჰაიმი 0-4 ბაიერნი
გოლები: 0-1 კეინი (13'), 0-2 ლაიმერი (19'), 0-3 კომანი (36)', 0-4 კიმიხი (56')
დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ბუდუ ზივზივაძე — გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.









