ბაიერნმა ფეხბურთელი 2023 წლის დეკემბერში 15 მილიონად შეიძინა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ბრაიანი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ესპანეთში დარჩებოდა - გეგმები კი ტრავმების ეპიდებიამ შეცვალა, ტუხელს ჯერ სერჟ გნაბრი, შემდეგ კი კინგსლი კომანი გამოაკლდა, შესაბამისად გუნდმა სარაგოსას დაბრუნება უკვე გადაწყვიტა.
22 წლის შემტევი გრანადას აღზრდილია. ამ გუნდის მაისურით 57 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 11 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. სარაგოსას ლა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს, კერძოდ 118.
ბრაიანი მიუნხენის ბაიერნის ახალი 17 ნომერია.









