"რეკორდმაისტერმა" ალიანს არენაზე შოუ დადგა. 20-წუთიან მონაკვეთში მათ 3 გოლი გაიტანეს, რითიც უპირატესობა მოიპოვეს და მეორე ნახევარს წნეხის გარეშე შეხვდნენ.
ზაგრებმა მეორე ტაიმში 2 ბურთი გაიტანა და თითქოს, სიტუაცია დაძაბა, თუმცა გერმანული მანქანა ჩაირთო და დინამო ზაგრებს შანსი არ დაუტოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჰარი კეინი იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას უკვე სათავეში ჩაუდგა.
კარგი მატჩი ჰქონდა გუნდის ახალწვეულს ოლისეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში დუბლი გაიფორმა.









