უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდის რეალმა მიუნხენის ბაიერნი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ლუიშ დიასმა გახსნა და ბაიერნი დააწინაურა. მეორე ნახევრის სტარტზე, 46-ე წუთზე თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 74-ე წუთზე, გოლი კილიამ მბაპემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
რეალი 1-2 ბაიერნი
გოლები: 1-0 ლუიშ დიასი (41'), 0-2 ჰარი კეინი (46'), 1-2 კილიან მბაპე (74')
დღევანდელი სათამაშო დღის მეორე მატჩში, ლონდონის არსენალი სპორტინგს ლისაბონში ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი თავი ჰარი ჰავერცმა გამოიჩინა და მეთოფეებმა განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა.
სპორტინგი 0-1 არსენალი
გოლი: 0-1 კაი ჰავერცი (90+1')
განმეორებითი შეხვედრები 15 აპრილს, მიუნხენში და ლონდონში გაიმართება.









