მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე პსჟ-სთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და იმ მომენტს იხსენებს, როცა რეკორდმაისტერს პარიზელთა ამჯამინდელი ლიდერების ყიდვა შეეძლო.
"დეზირე დუეს დამატება გვსურდა, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა და ვთვლიდით, რომ კარგი დანამატი იქნებოდა, თუმცა მან პარიზში გადასვლა არჩია, რადგან საფრანგეთში დარჩენა სურდა.
გარდაუვალია ის ფაქტი, რომ მოთამაშეებმა შესაძლოა სხვა კლუბი მომავალშიც აირჩიონ, რადგან ისინი უფრო მეტ თანხას შესთავაზებენ. ამას უნდა შევეგუოთ. იგივე იყო დემბელეს შემთხვევაშიც"
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს პსჟ და ბაიერნი დაუპირისპირდებიან.









