ამ ტრავმებს ემატება, კიმის აზიის თასზე თამაშიც, შესაბამისად გუნდი ახალი მცველის დამატებაზე მუშაობას, გაორმაგებული ძალებით დაიწყებს. მას შემდეგ რაც ტრიპიეზე ნიუკასლისგან მკაცრი უარი მიიღეს, მიუნხენური გრანდი ნორდი მუკიელეს ვარიანტს მიუბრუნდა. 26 წლის მცველს, პარიზული კლუბის დატოვება სურს და იმედი აქვს, რომ 31 იანვრამდე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ბაიერნს მისი დამატება იჯარა + გამოსყიდვის უფლებით სურს, პარიზელებს კი ფეხბურთელის სანაცვლოდ პირდაპირ თანხის აღება ურჩევნიათ.
მუკიელეს გეგმა B, გალათასარაის მარჯვენა მცველი, საშა ბოე არის. თურქული გრანდი, ფრანგ განაპირა მცველს €20-25 მილიონად აფასებს. ბაიერნისთვის ეს თანხა ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა თუ მუკიელეს ტრანსფერი ჩაიშლება, ბოეს თაობაზე შეთავაზება გაკეთდება.









