"ბაჯოს გვერდით კარიერის პირველი ორი წელი გავატარე. თავდაპირველად, მასთან საუბარიც კი მერიდებოდა. გული დამწყდა, როდესაც მას იუვენტუსის დატოვება მოუწია. რობის დარჩენის შემთხვევაში, ტურინის დატოვება მე მომიწევდა. იჯარით პარმაში მიპირებდნენ გაშვებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ბებერი ქალბატონის" ლიდერი წავიდა, შანსი მე მომცეს.
რაც შეეხება ზიდანს, მოედანზე ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. როდესაც ვფიქრობდი მომენტის შექმნაზე, ის უკვე იყო თავის ადგილზე და მოქმედებას იწყებდა. ჩემი აზრით, საუკეთესო ზინედინი იყო სწორედ "ბიანკონერიში", მიუხედავად იმისა, რომ რეალში მან უფრო ბევრს მიაღწია", - განაცხადა იტალიის ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა.











