"ვირტცი რეალში სათამაშოდ მზად არის. საინტერესო იქნებოდა მისი ამ გუნდში ხილვა. ჩემი აზრით, მას შეუძლია ბელინგემის წარმატების გამეორება. როდესაც თამაშობ საუკეთესოების გვერდით, შენც საუკეთესო ხდები", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" ყოფილმა გამთამაშებელმა ფლორიანის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ლევერკუზენის ბაიერის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. "ფარმაცევტების" გამთამაშებელმა ამ სეზონში ჩაატარა 48 მატჩი და გაიტანა 18 ბურთი.











