"2011 წელს ევროპა ლიგის მერვედფინალში ვეთამაშებოდით დინამო კიევს და შეხვედრის დაწყებამდე გავიგეთ, რომ ბალოტელი მოედანზე არ გამოვიდოდა. თავად მარიოს სიტყვებით, მას საფეხბურთო მოედნის ბალახზე ალერგია ჰქონდა. ის გულისხმობდა კონკრეტულად იმ ბალახს, რომელიც უკრაინული კლუბის სტადიონზე იყო.
ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ იმ შეხვედრას ვატარებდით ხელოვნურ საფარზე, ბალახი საერთოდ არ იყო. იტალიელი თავდამსხმელი არის ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მას ვერ ენდობოდი, რადგან საშინლად არაპროგნოზირებადი იყო", - განაცხადა სიტის ყოფილმა უკანახაზელმა, რომელიც "სკუადრა აძურას" ყოფილ ფორვარდთან ერთად 2010-2013 წლებში თამაშობდა.











