კატალონიური კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა და ის ჰანსი ფლიკია. კლუბის სპორტულ დირექტორ, დეკუსა და გერმანელი სპეციალისტის აგენტ, პინი ზაჰავის შორის რამდენიმე დღის წინ მორიგი შეხვედრა გაიმართა. დეკუმ აგენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ფლიკი გუნდის მთავარი სამიზნეა და მათი სურვილია ზაფხულამდე შეთანხმება შედგეს.
ლაპორტას სიაში სხვა მწვრთნელებიც არიან, მაგალითად: რობერტო დე ძერბი და ტომას ტუხელი, თუმცა ამ ვარიანტებზე გუნდში ჯერ სერიოზულად არ ფიქრობენ, რადგან მთავარი სამიზნე ფლიკია და ახლა თავიდან ბოლომდე მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ჰანსი 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული თავისუფალია და როგორც ჩანს, საქმეში დაბრუნებას გეგმავს.