"საფეხბურთო კლუბ ბარსელონადან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ CTA-მა (მსაჯების ტექნიკური კომიტეტი) და RFEF-მა (ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია) მოგვაწოდოს ყველა ის ფოტო თუ აუდიო მასალა, რითაც გოლი არ ჩაითვალა.
როდესაც მიღებულ მასალას გავაანალიზებთ და აღმოვაჩენთ, რომ თამაშისას შეცდომა დაიშვა, რაც ჩვენი აზრით მართალია, უფრო შორს წავალთ და მატჩის ხელახლა დანიშვნას მოვითხოვთ. მსგავსი შემთხვევა ევროპულ ჩემპიონატში VAR-ის შეცდომის გამო უკვე მოხდა.
🎙️ Declaração do presidente @JoanLaportaFCB: "Existem ferramentas como o VAR que devem ajudar a tornar a competição mais justa e não o contrário". pic.twitter.com/pE5ag224CM
— FC Barcelona (@fcbarcelona_br) April 22, 2024
უამრავჯერ მითქვამს, რომ VAR-ის მომხრე არ ვარ, თუმცა მჯერა, რომ თუ მსგავს ტექნოლოგიას ვიყენებთ, შეცდომების აღმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ, და არა უსამართლო გადაწყვეტილებების მისაღებად", - აცხადებს "ბლაუგრანას" პრეზიდენტი.
განცხადებაში ჟოან ლაპორტა მაგალითისთვის ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრას იყენებს, რომელიც ანდერლეხტსა და გენკს შორის 23 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა ხელახლა გუნდები ერთმანეთს 11 მაისს დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბელგიის პროფესიონალური ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა საბჭომ მიიღო და, როგორც ჩანს, ლაპორტა ესპანეთის ფედერაციიდან მსგავს გადაწყვეტილებას ელის.









