ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში, კატალონიის ბარსელონა ჟირონას ესტუმრა და დრამატულ მატჩში 2-1 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 59-ე წუთზე კუბარსიმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. ზუსტად 2 წუთში ბარსელონას კარი ლემარმა აიღო და წონასწორობა აღადგინა. 86-ე წუთზე, თავი ბელტრანმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
ჟირონა 2-1 ბარსელონა
გოლები: 0-1 კუბარსი (59'), 1-1 ლემარი (61'), 2-1 ბელტრანი (86')
აღნიშნული მატჩის შემდეგ, ბარსელონას 58 ქულა დარჩა და ლიდერობა დაკარგა — ჰანსი ფლიკის გუნდი რეალს 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში კატალონიელები საკუთარ მოედაზე ლევანტეს უმასპინძლებენ.









