კატალონიელების მხრიდან გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერმინ ლოპესმა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი გარემარბი "ბლაუგრანაში" თამაშობს იჯარით, ის სწორედ "როხიბლანკოს" საკუთრებაა.
აქვე დავამატებთ, რომ პორტუგალიის ნაკრების ვინგერმა, დიეგო სიმეონეს გუნდს პირველ წრეშიც გაუტანა.
მეტროპოლიტანოზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გაასწრეს ჟირონას, რომელიც ამ ტურში ხეტაფესთან დამარცხდა.
ჩავი ერნანდესის გუნდის ანგარიშზე 64 ქულაა და ლა ლიგის ლიდერთან, მადრიდის რეალთან ჩამორჩენა, ამ დროისთვის, რვა ქულას შეადგენს. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტური რჩება.











