ლა ლიგაის ბოლო ტურში, ლეგანესთან დაპირისპირების დროს, ლამინ იამალმა ტრავმა მიიღო. ბარსელონას 17 წლის ვინგერმა დაზიანება მარჯვენა ფეხზე, კერძოდ კოჭზე მიიღო, რის გამოც მომდევნო ტურში, ატლეტიკო მადრიდთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
ესპანელ ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, სადაც ტრავმის სიმძიმე ბოლომდე გაირკვა — ლამინ იამალი დაახლოებით 3-4 კვირას იუქმებს.
ბარსელონა-ატლეტიკო მადრიდი 21 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.