ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ლეგანესი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ, ჰანსი ფლიკმა ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა. საუბარია, ალეხანდრო ბალდეზე, რომელმაც მარცხენა ფეხზე ბარძაყის დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 3 კვირა ვერ დაემხარება.
ესპანელი მცველის გარდა, ბარსელონაში ტრავმები აქვთ მარკ კასადოს, მარკ ბერნალს, დანი ოლმოსა და ანდრეას კრისტენსენს.
შეგახსნებეთ, ჰანსი ფლიკის გუნდი 31 ტურის შემდეგ, 70 ქულით, ლა ლიგას ლიდერობს. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებენ, სადაც 1/4 ფინალის პირველ დაპირისპირებაში დორტმუნდი უშანსოდ, 4:0 გაანადგურეს.









