ლა ლიგის 27-ე ტურში ბარსელონამ გასვლით მატჩში ბილბაოს ატლეტიკი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. სტუმრების მხრიდან ერთადერთი ბურთი ლამინ იამალმა გაიტანა. კატალონიელები ამ მოგებით აგროვებენ 67 ქულას და უახლოეს მდევართან, მადრიდის რეალთან კვლავ 4-ქულიან სხვაობას ზრდიან.
"ბლაუგრანას" შემდეგი მეტოქე იქნება სევილია, იქამდე კი ლა ლიგის ლიდერს ელის მერვედფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლთან.
ბილბაო 0:1 ბარსელონა
გოლი: ლამინ იამალი 68'.









