საკადრო პრობლემების ფონზე, კატალონიელები მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ, სათადარიგოთა სკამზე რობერტ ლევანდოვსკიც დარჩა.
პოლონელი თავდამსხმელი 61-ე წუთზე შემოვიდა და უნდა ითქვას, რომ სწორედ მისი საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა ახალგაზრდა ესპანელმა ფორვარდმა.
ამ დროისთვის, "ბლაუგრანა" აგროვებს 61 ქულას, უსწრებს ჟირონას და მადრიდის რეალთან სხვაობას ხუთ ქულამდე ამცირებს, თუმცა ორივე გუნდი თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს.











