ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ბარსელონამ ნიუკასლი 7-2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გუნდების პირველი დაპირისპირება ინგლისში 1-1 დასრულდა. დღევანდელ მატჩში მასპინძლებიდან დუბლი რაფინიამ და ლევანდოვსკიმ გაიფორმეს, ხოლო თითო გოლი ბერნალმა, იამალმა და ფერმინმა გაიტანეს. სტუმრებიდან ორი გოლი ელანგას ანგარიშზეა.
ბარსელონა 7-2 (8-3) ნიუკასლი
გოლები: 1-0 რაფინია (6'), 1-1 ელანგა (15'), 2-1 ბერნალი (18'), 2-2 ელანგა (28'), 3-2 იამალი (45+7'), 4-2 ფერმინი (51'), 5-2, 6-2 ლევანდოვსკი (56', 61'), 7-2 რაფინია (72')
1/4 ფინალში ჰანსი ფლიკის მეტოქე დიდი ალბათობით მადრიდის ატლეტიკო იქნება, რომელმაც პირველ მატჩში ტოტენჰემი 5-2 დაამარცხა. გუნდების განმეორებითი მატჩი კი რამდენიმე წუთში დაიწყება.









