ამ დროისთვის კატალონიელები აგროვებენ 67 ქულას და მადრიდის რეალთან სხვაობას ხუთ ქულამდე ამცირებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლა ლიგის ლიდერს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. აქვე დავამატებთ, ნაპოლის დამარცხებით, "ბლაუგრანა" აგრძელებს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას, სადაც 1/4 ფინალში მისი მეტოქე პარის სენ-ჟერმენი იქნება.
La Liga
ბარსელონამ რაფინიას გოლით ლას პალმასი დაამარცხა

ლა ლიგის 30-ე ტურის ფარგლებში, ბარსელონამ სახლში მიიღო ლას პალმასი, რომელიც მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი რაფინია დიასის ანგარიშზეა. აღსანიშნია, რომ მან პირველი ნახევრის დასაწყისშიც გაიტანა, მაგრამ ეს გოლი გაუქმდა. 59-ე წუთზე მისი მეორე მცდელობა ამჯერად ანგარიშის გახსნით დასრულდა.










