"ბლაუგრანას" მეორე გოლი ასევე პოლონელი თავდამსხმელის ანგარიშზეა, რომელმაც ბოლო წუთებზე თერთმეტმერტრიანი ზუსტად შეასრულა. "ლურჯებთან" გამარჯვების შემდეგ, კამპ ნოუს ბინადრები აგროვებენ 54 ქულას, წინ კი მადრიდის რეალი (61 ქულა) და ჟირონაა (56 ქულა). აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბს 25-ე ტურის მატჩი ჯერ კიდევ წინ აქვს.
La Liga
ბარსელონამ სელტა 97-ე წუთზე მოპოვებული პენალტით დაამარცხა

ლა ლიგის 25-ე ტურის ფარგლებში, ბარსელონა ვიგოს სელტას ესტუმრა და სტუმარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი ბურთი კატალონიელებმა 97-ე წუთზე გაიტანეს. იქამდე იყო რობერტ ლევანდოვსკის პირველი გოლი 45-ე წუთზე და ზუსტად ორ წუთში "კელტების" პასუხი, იაგო ასპასის ბურთით.








