ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ატლეტიკო მადრიდი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ, ჰანსი ფლიკმა ტრავმის გამო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა. საუბარია, მარკ კასადოზე, რომელმაც მარცხენა ფეხზე საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით ორი თვე ვერ დაემხარება. არის შანსი ფეხბურთელმა ამ სეზონში საერთოდ ვეღარ ითამაშოს.

ესპანელი ნახევარმცველის გარდა ბარსელონაში ტრავმები აწუხებთ მარკ ბერნალს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ანდრეას კრისტენსენსა და ინიგო მარტინესს.
შეგახსნებეთ, ჰანსი ფლიკის გუნდი 28 ტურის შემდეგ, 60 ქულით, ლა ლიგას ლიდერობს. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობასაც აგრძელებს, სადაც 1/4 ფინალში გავიდნენ. ბარსელონას მეტოქე გერმანული დორტმუნდი იქნება.