ლა ლიგის 22-ე ტურში ბარსელონა ესტუმრა ელჩეს, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის მხრიდან მასპინძელთა კარი აიღეს მარკუს რაშფორდმა, ფერან ტორესმა და ლამინ იამალმა. კატალონიელები ამ მოგებით აგროვებენ 55 ქულას და მადრიდის რეალთან სხვაობას დროებით 4 ქულამდე ზრდიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "ბლაუგრანამ" შუა კვირაში გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური, სადაც შეხვდება პარის სენ-ჟერმენს, ნიუკასლს, მონაკოსა და ყარაბაღს შორის ერთ-ერთს. რაც შეეხება პრიმერა დივიზიონს, კამპ ნოუს ბინადრების შემდეგი მოწინააღმდეგე მალიორკა იქნება.
ელჩე 1:3 ბარსელონა
გოლები: 0:1 ლამინ იამალი 6', 1:1 ალვარო როდრიგესი 29', 1:2 ფერან ტორესი 40', 1:3 მარკუს რაშფორდი 72'.









