აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლუბის მმართველ საბჭოს თავკაცისათვის ოფიციალურად ჯერ არაფერი უცნობებია, თუმცა დღეს საწვრთნელ ბაზაზე მისულ ჩავის სახეზე აშკარა უკმაყოფილება ეწერა .

"ბლაუგრანაში" არეულ სიტუაციას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტორ ფონტი ამწვავებს, რომელმაც ამჟამინდელ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც პოზიციის გადადგომას ღიად ითხოვს:
"სურვილიც კი არ გაქვს, რომ "ბარსელონა" განავითარო - მოვითხოვთ, რომ გვერდზე გადგე. ჩვენ გულშემატკივრების ახალ თაობას წარმოვადგენთ და მზად ვართ, რომ გუნდი იმ ადგილას დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს".
გასაკვირი არ არის, რომ მსგავს სიტუაციას ფონტი "სათავისოდ" გამოიყენებდა და ლაპორტას დაუპირისპირდებოდა, მაგრამ უკვე ცხადი ხდება, რომ პრობლემა ნამდვილად ხელმძღვანელობაშია.
დავიწყოთ თავიდან:
რაიო ვალეკანოსთან მარცხისა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე ჩამოქვეითების შემდეგ, ბარსამ რონალდ კუმანი დაითხოვა. მძიმე ეკონომიკური და სპორტული სიტუაციის ფონზე, სხვა მწვრთნელებისაგან მიღებული უარის შემდეგ, ჩავი ერნანდესთან შეთანხმება შედგა, რომელსაც იქამდე გამოცდილება მხოლოდ 2 წლით, ყატარულ "ალ სადში" ჰქონდა მიღებული.
ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის ტიტულების შემდეგ, კატალონიელებმა ახალი სეზონი მძიმედ დაიწყეს და, იანვარში "ვილიარეალთან" (3-5) მარცხის შემდეგ, ჩავიმ გადაწყვიტა, არსებული დაძაბულობა წასვლით გაენეიტრალებინა:
"სიტუაცია უნდა შეიცვალოს და, როგორც დიდი გულშემატკივარი, იმავეს გაგრძელებას ვეღარ დავუშვებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს - არ მინდა, კლუბისათვის პრობლემა ვიყო. 30 ივნისიდან ბარსელონას მწვრთნელი აღარ ვიქნები".
აღნიშნული განცხადების შემდეგ თითქოს ბარსას გასახდელ ოთახში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - ნაპოლისთან, ატლეტიკოსთან და პსჟ-სთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ხელმძღვანელობა ჩავის საქმიანობით კმაყოფილი იყო და მის დატოვებას აპირებდა.
25 აპრილს ბარსელონას პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩავი ერნანდესი "ბლაუგრანას" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნიდა.

აღნიშნული თავად ჩავიმაც დაადასტურა:
"კლუბისგან დიდი ნდობა მივიღე - მთელი საბჭოსგან, მოთამაშეებისგან… პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.
მუშაობა უნდა განვაგრძოთ და პროექტი სრულყოფაში მოვიყვანოთ, სწორედ ამ მიზეზით შევცვალე გადაწყვეტილება”.
ერთი შეხედვით, თითქოს მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩავის 1 ინტერვიუ სიტუაციის შემოსაბრუნებლად საკმარისი აღმოჩნდა.
როგორც ამბობენ. საქმე ალმერიასთან მატჩის წინ გაკეთებულ პრესკონფერენციას ეხება, სადაც მწვრთნელმა კლუბის პრობლემებზე ღიად ისაუბრა:
"ჯერაც არ ვიცით, რის გაკეთებას შევძლებთ. ჯერ ეკონომიკური მდგომარეობისა და Fair Play-ის სრული სურათის დანახვა გვჭირდება. საუბარს ამის შემდეგ შევძლებთ, ახლა წვლილს ვერაფერში შევიტან.
მომავალ წლებში ბრძოლის გაგრძელებას შევძლებთ, თუმცა გულშემატკივრებმა უნდა გაიაზრონ, რომ რთული მდგომარეობაა, არამარტო რეალთან წინააღმდეგობის გასაწევად, არამედ ევროპაში.
ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ გვინდა, არამედ დრო და სტაბილურობა გვჭირდება”.
ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს გერმანული Sky Sport-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ ბარსელონამ ჰანსი ფლიკთან ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია - თუ ჩავი კლუბს დატოვებს, მთავარი მწვრთნელი სწორედ გერმანელი სპეციალისტი გახდება.
Marca-ს ცნობით, ჟოან ლაპორტასთან დაახლოებული პირები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი კვლავ ჩავის დატოვებას მიემხროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავი და სპორტული დირექტორები მომავალ სეზონს უკვე გეგმავენ.
საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.