ლა ლიგის მე-11 ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო ელჩე, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს ლამინ იამალმა, ფერან ტორესმა და მარკუს რაშფორდმა. ეს იყო ახალგაზრდა ვინგერის პირველი ბურთი პრიმერა დივიზიონში 31 აგვისტოს შემდეგ.
კატალონიელები ამ გამარჯვებით აგროვებენ 25 ქულას, ლა ლიგის ლიდერ მადრიდის რეალთან ჩამორჩენა კვლავ ხუთ ქულას შეადგენს. "ბლაუგრანას" შემდეგი მეტოქე პრიმერა დივიზიონში იქნება ვიგოს სელტა, იქამდე კი ჩანიშნულია შეხვედრა ბრიუგესთან ევროსარბიელზე.
ბარსელონა 3:1 ელჩე
გოლები: 1:0 ლამინ იამალი 9', 2:0 ფერან ტორესი 11', 2:1 რაფა მირი 42', 3:1 მარკუს რაშფორდი 61'.









