შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-12 წუთზე თავი ოლმომ გამოიჩინა. 23-ე წუთზე, რაფინიამ აიღო ესპანიოლის კარი, ხოლო ზუსტად 8 წუთში ოლმომ დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამამდე გაზარდა. მეორე ტაიმის შუაში, 63-ე წუთზე პუადომ პრესტიჟის გოლი გაიტანა და ბარსელონამ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
12 მატჩის შემდეგ, ბარსელონას 33 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე ადგილოსან რეალს უკვე 9 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი სოსიედადს ესტუმრება.









