ბარსელონას პოტენციურ მთავარ მწვრთნელთა სია დღითიდღე იზრდება. უკანასკნელი სპეციალისტი, რომლის სახელი დაუკავშირეს კატალონიელებს არის ბრაიტონის დამრიგებელი, რობერტო დე ძერბი. "ბლაუგრანას" უფროსობა მასში ხედავს მწვრთნელს, რომელიც კლუბში მომავლის პროექტის აწყობას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ალბიონი თავისი იტალიელი მთავარი მწვრთნელის გაშვებას სულაც არ აპირებს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გუნდთან გათვლილია 2026 წლამდე, დღის წესრიგში კი ხელშეკრულების კიდევ რამდენიმე სეზონით გახანგრძლივება დგას. ამის გარდა, "თოლიების" სპეციალისტის კლაუსულა 20 მილიონ ევრომდე აიწევს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი კამპ ნოუს დაემშვიდობება. პრესაში უკვე გამოირიცხა იურგენ კლოპის, მიკელ არტეტასა და რაფა მარკესის კანდიდატურები. დე ძერბის გარდა, აქტუალურ ვარიანტად რჩება ჰანსი ფლიკი, რომელიც გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, უმუშევარია.









