მადრიდის რეალის საკლუბო ტელევიზია განთქმულია პროვოკაციული განცხადებებითა და კრიტიკით, თუმცა ამჯერად ყურადღებიც ცენტრში ბარსელონას ტელევიზია მოექცა. სეულის წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრის დროს კომენტატორებმა დასცინეს "სამეფო კლუბის" ლეგენდარულ ფლეიმეიქერს, ლუკა მოდრიჩს.
"მოდრიჩი საკმარისად ვერ დავაფასეთ, არადა ის ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს. მისი უკანასკნელი დიდი მიღწევა იყო საგოლე პასი კუნდეზე ესპანეთის თასის ფინალში. ხუმრობის გარეშე კი ლუკა ამ საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერია."
აღნიშნული ეპიზოდი არ დარჩენილა უყურადღებოდ და სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების არაერთმა გულშემატკივარმა აღშფოთებაც გამოთქვა. ბევრმა გაიხსენა მომენტი, თუ როგორ დააფასა ფლორენტინო პერესის კლუბმა ანდრეს ინიესტა, მაშინ, როდესაც კატალონიელებმა ხორვატ ფლეიმეიქერს დასცინეს.









