ანტონიო ინიესტა - ადამიანი, რომელმაც ბარსელონას სამსახურში 40 წელი გაატარა. ის კლუბში მივიდა 1978 წელს, დაცვის რიგით თანამშრომლად, დროთა განმავლობაში კი მან კატალონიურ კლუბში იმუშავა არაერთ სამსახურში, მაგალითად: VIP ლოჟის უსაფრთხოება, მოთამაშეების პირადი უსაფრთხოება გასახდელში, პრეს-ცენტრი და ა.შ.
ესპანელი უსაფრთხოების თანამშრომლის თვალწინ გაიარა "ბლაუგრანას" არაერთი მწვრთნელისა და ფეხბურთელის კარიერამ - იოჰან კრუიფიდან-ლუის ენრიკემდე, დიეგო მარადონადან-ლიონელ მესიმდე და ა.შ. ცოტა ხნის წინ, კამპ ნოუს ბინადრების ლეგენდად ქცეულმა დაცვის წევრმა საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
"საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ბარსელონაში უთამაშია? მარადონა. არ დავასეხელებ მესის, რადგან ის ისედაც დგას ყველანაირ რეიტინგსა თუ სიაზე მაღლა. ლეო ყველა დროის საუკეთესოა. რაც შეეხება დიეგოს, ის იყო ძალიან კარგი პიროვნება, რომელსაც კატალონიაში არ გაუმართლა.
არგენტინელ შემტევს მუდმივად ახლდა თან უამრავი ადამიანი და ზეწოლა. რაში არ გაუმართლა მას კონკრეტულად? ის საშინელი ტრავმა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნეაპოლში იყო ყველაფერი სხვაგვარად, ნაკლები ზეწოლა, მეტი თავისუფლება. "ბლაუგრანას" ექს-ფლეიმეიქერს სწორედ ეს სჭირდებოდა.
საშინელი იყო დღე, როდესაც გოიკოეჩეამ ჩვენს ათიანს კინაღამ კარიერა არ დაუნგრია. ცხადია, მის გარდა, კამპ ნოუზე კიდევ არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია. იგივე რომარიო, რონალდო, რონალდინიო, ინიესტა და ბევრი სხვა."









