ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას 37 წლის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ტრავმირებულია. როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ვეტერანმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზაზე მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკმაოდ დიდხანს იუქმებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ვეტერანი პოლონელი ფეხბურთელი დაახლოებით 4 კვირას გამოტოვებს, რაც ჰანსი ფლიკისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკის გარდა ბარსელონაში ტრავმები აწუხებთ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ჟოან გარსიას, გავის, რაფინიასა და დანი ოლმოს.









