გეიმერთა აქტივობა გუშინდელს არ ჩამორჩებოდა, ფან-ზონა კი უფრო აქტიურიც კი იყო ვიდრე პირველ დღეს.
რუსთავის ტურნირზე მეორე დღე გადამწყვეტი იყო, მაგრამ ბათუმში ჩვენ წინ კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს – შეგახსენებთ, რომ “ბათუმის თასი 2025”-ზე 512 მოთამაშეა დარეგისტრირებული.
არც თამაშის დონე იყო დიდად განსხვავებული, მაგრამ რაც ჩვენ შევნიშნეთ ისაა, რომ დღეს მევრად უფრო მეტი ახალგაზრდა გეიმერი მოვიდა სათამაშოდ. ქართველი ბავშვები პატარა ასაკიდანვე ინტერესდებიან კიბერსპორტით, რაც ჩვენი ქვეყნის ნათელ კიბერ-მომავალში დიდ იმედს გვაძლევს.

წინ მესამე დღეა, სადაც ბევრი მოთამაშე უკვე მეორე მატჩს გამართავს და დაძაბულობის დონე ორმაგად მოიმატებს!
ხვალ ორგანიზატორთა ინტერვიუებს შემოგთავაზებთ!
















