ფინალური მატჩი ყინულის სასახლის მთავარ ყინულის მოედანზე შედგა, სადაც მის დაწყებამდე ახალგაზრდა მოციგურავეებმა გახსნის ცერემონია მოაწყვეს. ულამაზესი შოუს შემდეგ თამაშის დრო მოვიდა. ფინალისტები, ჯანო იაკობაძე და კუკა ვასაძე, უკვე მოხვდნენ “მესტიის თასის” ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ჩემპიონის ბედი მაინც გასარკვევი იყო.
მონეტამ ჯანო არჩია, რომელმაც ფინალში მადრიდის რეალით არჩია თამაში. კუკამ ბარსელონა აიღო – ფინალში “ელ კლასიკოს” არაფერი ჯობია! აღსანიშნავია, რომ მატჩის განმავლობაში ტრიბუნები სავსე იყო, და ამ მატჩმა მაყურებელი ძალიან გაახარა.
მატჩი უმაღლეს დონეზე გაიმართა – ორივე მოთამაშე ნერვიულობდა, მაგრამ მათ “გეიმფლეის” ეს არ ეტყობოდა – საბოლოო ანგარიში 2:1 იყო ჯანოს სასარგებლოდ. გეიმერებმა ფაქტობრივად მხოლოდ სამი შეცდომა დაუშვეს მთელი მატჩის განმავლობაში, და სამივე გოლით დასრულდა.

“ბათუმის თასი 2025” საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი კიბერსპორტული ივენთი გახდა.
ფინალის ჩანაწერი შეგიძლიათ აქ იხილოთ:
ჩვენ არ გემშვიდობებით: წინ გველის კიბერ ლიგის ყოველკვირეული მატჩები, აპრილში კი “გზა მესტიისკენ” ქუთაისზე გავა!


















