რომას თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ კრიშტიანუ რონალდუს გაცნობის ისტორია გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შემტევები ერთად თამაშობდნენ ტურინის იუვენტუსში, 2018-2021 წლებში. როდესაც პორტუგალიელი ფორვარდი თავის არგენტინელ თანაგუნდელთან მივიდა, მან მისგან მოულოდნელი პასუხი მიიღო.
"რონალდუ მომიახლოვდა, მე კი მას ვუთხარი, რომ მთელი ბავშვობა მძულდა. ის გაკვირვებული დარჩა. რატომ ვთქვი ეს? მე გავიზარდე მესის თამაშებზე, კრიშტიანუ კი მისი მტერი იყო. ორივემ გავიცინეთ და დავმეგობრდით", - იხსენებს "ბებერი ქალბატონის" ყოფილი ფორვარდი.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა და "ბიანკონერის" ყოფილმა ათიანმა გვერდიგვერდ 94 შეხვედრა ჩაატარეს. ერთობლივი ძალებით მოიგეს ორი სკუდეტო, ორი იტალიის სუპერთასი და ერთი ქვეყნის თასი.











