"ღმერთმა დამასაჩუქრა, რისთვისაც მადლობას ყოველთვის გადავუხდი. ჩემი საქმიანობა მიყვარს, ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ბავშვობის ოცნება ავიხდინე, ღიმილი რატომ უნდა შევწყვიტო? ფეხბურთი ბავშვებს სიხარულს ანიჭებს, მათ მთავარია ბურთი ჰქონდეთ და ყველგან ითამაშებენ, სტადიონებზე, ქუჩებში, ეს სპორტი ყველას აერთიანებს."
"ჩემი მომავალი მილანშია. კლუბთან კიდევ 4 წელი მაკავშირებს. მილანმა დიდი დახმარება გამიწია, როცა რთული პერიოდი მქონდა, ისინი სულ ჩემ გვერდით იყვნენ და ამას არ დავივიწყებ. აქ როდესაც მოვედი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ამ კლუბმა კი ყველაფერი მომცა. მილანთან ერთად მოგება ისევ მსურს. ევროპა ლიგა? - ამ ტურნირის მოგება ჩვენს გეგმებშია."
"იბრაჰიმოვიჩი? - პირველივე დღიდან ძალიან მეხმარებოდა. ის ყველაფერზე მესაუბრება, მხოლოდ ფეხბურთი არაა ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა. მადლიერი ვარ, რომ პატარა ასაკიდანვე მომიწია მის გვერდით თამაში. დამეხმარა უკეთესი ფეხბურთელი და ადამიანი გავმხდარიყავი. ახლაც ჩვენთან ერთად არის, რაც ძალიან კარგია. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს."

"კრიტიკა? - ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. ხანდახან ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ამის დამალვას ვახერხებ. კრიტიკა უფრო მაძლიერებს, თუმცა ხშირად ისეთ კომენტარებს ვაწყდები, კითხვის დასმის სურვილი მიჩნდება - "საერთოდ ესმით ამ ადამიანებს ფეხბურთი?". ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ და დიდად ყურადღებას არავის ვაქცევ."
"ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ახლა ყველა მხოლოდ შენს სტატისტიკას უყურებს. ჩემთვის ეს სპორტის სახეობა ჯადოსნური და ბედნიერების მომტანია. ხალხი, რომელიც მხოლოდ სტატისტიკას უყურებს, ნერვებს მიშლის. ადამიანები ფეხბურთით უნდა ერთობოდნენ. მე სილამაზის და ესთეტიკის მოყვარული ვარ, ეს იქნება სპორტი, მოდა, მუსიკა თუ სიყვარული. გოლების გატანა მეც მიყვარს და ამ კომპონენტში მომატება მმართებს, მაგრამ ჩემთვის საგოლე გადაცემის გაკეთება უფრო მიმზიდველია. ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებ და ფანებსაც ამას ვურჩევდი."












