რაჯა ნაინგოლანმა გააკრიტიკა ბელგიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი. მისი თქმით, ეროვნული გუნდის ტიტულების გარეშე დარჩენაში მთავარი დამნაშავე სწორედ ესპანელი თავკაცი არის.
"თავდაპირველად ვილმოტსი არ მაყენებდა სასტარტოში, არადა ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ვიყავი. შემდეგ, მარტინესმა საერთოდ მომკვეთა ბელგიის ეროვნული გუნდიდან. რობერტოს ფეხბურთის არაფერი გაეგება და ის, ვინც მას დაიცავს, ანალოგიურად უცოდინარი იქნება.
ესპანელ მწვრთნელთან ერთად, ჩვენი ნაკრები იდეების გარეშე იყო. ყველაფერი მხოლოდ აზარის, დე ბრუინისა და ლუკაკუს ინდივიდუალურ ოსტატობაზე იდგა. სამწუხაროა, რადგან იმ ფორმაციის გუნდს რეალურად შეეძლო ტიტულის მოგება."









