შეიძლება ითქვას, რომ ბავარიული გუნდი მადრიდის რეალის შემტევი ნახევარმცველის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეა. 2020 წლის შემდეგ, მან ალიანც არენას ბინადრების წინააღმდეგ ჩაატარა 9 მატჩი, აქედან 7 თამაში დასრულდა მისი გუნდის წაგებით, 2 კი ფრედ. 20 წლის გამთამაშებელს ბაიერნის კარში გოლი გატანილი არ აქვს.
"სამეფო კლუბის" მეხუთე ნომრის ყველაზე მძიმე მოგონება, რომელიც უკავშირდება მიუნხენელებს, ბუნდესლიგის გასული სეზონის ბოლო ტურში დაკარგული ჩემპიონობაა. ბელინგემმა ის საბედისწერო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, დორტმუნდის ბორუსიამ კი მის გარეშე მაინცს ვერ მოუგო. როგორც ვხედავთ, "რეკორდმაისტერი" კვლავ დადგა ინგლისელი გამთამაშებლის გზაზე, ამჯერად ევროპაში.











