რეალ მადრიდის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, ჯუდ ბელინგემის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.
22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი არა 3-4 კვირას, არამედ მინიმუმ აპრილამდე იუქმებს, რაც ალვარო არბელოას გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდმა ჯუდ ბელინგემი ტრავმის გამო ლა ლიგის 22-ე ტურში დაკარგა, როდესაც ინგლისელმა ათიანმა რაიო ვალეკანოსთან მატჩში მარცხენა ფეხზე უკანა კუნთი დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემს დაახლოებით 4 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა როგორც ჩანს დაზიანება უფრო რთული აღმოჩნდა.









