ამის შემდეგ დაიქირავეს ტუჩებზე კითხვის ექსპერტი, რომელმაც 97%-იანი სიზუსტით დაადგინა, რომ 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სიტყვა "მოძალადე" გამოიყენა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბელინგემს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ ბორდალასმა, რომელმაც თავისი შეგირდი დაიცვა: "ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ, ახალს ვერაფერს გეტყვით. ცხადია, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგამ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა მოახდინონ.
გრინვუდზე კი იმის თქმა მინდა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია. მეისონი იმსახურებს პატივისცემას, რადგან სამაგალითოდ იქცევა", - განაცხადა ესპანელმა.









