ცნობილი ინსაიდერი და MinnMax პოდკასტის წამყვანი ბენ ჰენსონი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Naughty Dog-ის რეტროფუტურისტული თამაშ Intergalactic: The Heretic Prophet-ის მთავარი შთაგონება From Software-ის მეგაჰიტი Eldern Ring-ია. ის ამბობს, რომ თამაში კონცენტრირდება ერთი პლანეტის დეტალურ შესწავლახე და მისი ისტორიის საფუძვლიანად მოთხრობაზე.
შეგახსენებთ, რომ Intergalactic: The Heretic Prophet-ის ანონსი დეკემბერში, The Game Awards 2025-ის დაჯილდოების ცერემონიაზე შედგა. სტუდია Naughty Dog-ი ცნობილია ისეთი სერიებით, როგორიცაა Crash Bandicoot, Jak and Daxter, Uncharted და The Last of Us.















